კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დავითენთები, მომინდება ამინდის სინჯვა,

ბევრი ნდომია მუშაობა ლექსების ბერტყვას,

გავხედავ ბაღში, წვიმა ცვივა კრიალა ბრინჯად,

წვიმა, რომელიც მომაგონებს მოვარდნილ სეტყვას.


შემდეგ ამ წვიმას საღამომდე სიჩუმე მოსდევს,

ბავშვების ფეხთა ანაბეჭდებს სილაში სძინავს,

უცბად რაღაცა შეაშფოთებს კოპიტის ტოტებს -

ეს ბეღურაა, რომ იბერტყავს ფრთებიდან წვიმას.


მოვა საღამოც... ისევ შევალ ნაწვიმარ ბაღში

და უცბად ვიგრძნობ ჩასვლის უმალ მზე აქ ყოფილა:

დავაკვირდები ღობეს, ფოთლებს, დაგდებულ ნახშირს,

და ყველაფერმა მზის აქ ყოფნა შემატყობინა.


მერე ამ სითბოს და ამ ბაღის პატარა ამბავს

შევიტან სახლში, ღია მრჩება ფანჯარა, კარი,

ლოგინზე მთვარე გადააფენს ცივ ტილოს საბანს,

და როგორც ლექსის დასაწყისი ამოდის ქარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები