მე ისე მოგენდე, როგორც ქარს ფოთოლი, როგორც ზღვას - პატარა ხომალდი. როცა შორს რჩებოდი, ვიყავი ობოლი, ჩამქრალი პატრუქივით ვბოლავდი.
ეს ქვიშის ხალიჩა, ჭრიჭინას სიმღერა უნიჭო, არ გინდა - სიყვარულში თავები დავიხრჩოთ? ან, ლურჯ ზღვას მივენდოთ უნიჩბოდ?
წააგავს ამ ტალღას, მოდის და კვალს არ ტოვებს ნაპირზე, მე მინდა მარტო დავრჩე ამაღამ, დავჯდე და ღრუბელივით ავტირდე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |