რაღაცა ჰქონდა იმ ქარს და წვიმას, ჯერ განუცდელი და იდუმალი მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს, მორიდებული, როგორც სტუმარი.
და მოვაღწიე დანიშნულ ადგილს, თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლის და ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.
სახლიც და ყველა ნაცნობი სახეც, გადაჩვეული სითბო და შუქი ნატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.
არ არსებობდა თითქოს აქამდე არც გზა, რომელიც გვირაბში შედის, არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.
გათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს, ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე.
ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო, შეცდომით იდო და ნელა-ნელა თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე, ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს, რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ მე კი ვერაფრით ვერ მიპოვია სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს. |
პოეზიის გვერდი • • • |