ამგვარად ამაყს და ამგვარად ჟინიანს, რად არ გეშინია? რად არ გეშინია? ჩემში ველურ ცხენებს გაშლიათ ფაფარი, ჩემში სიმკაცრეა ათასი აფთარის და ჩემი მერნების ფაფართა ფლოქვები, არა, არ გაბედო! წაგლეკავს! მოკვდები!
მე გირჩევ შეშინდე! შეშინდე! შეშინდე! მარჯვენით დაღალულს მიპყრია სადავე, ქარმა ხმა წარმტაცა, ცეცხლში მაქვს სათავე,
არა, არ გაბედო! არა, არ გიყვარდე! შეშინდი! შეშინდი! რამეთუ ცხელებით, ჩემში გრიალებენ ველური ცხენები... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |