მიყვარს ზღვა მზეში დაოქროილი, მისთვის, რომ გული ტალღის ტოლია; ზღვის ლურჯ ყუთიდან ამოქროლილი გადასთხრის ღრუბლებს თეთრი თოლია...
გული კი არა, ცხელი თონეა, სატრფო მეცა მყავს დასაფიცარი, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია...
ვით ზღვის ამარი არის თოლია, ძვირფასო, შენი შუბლი მარმარი რამდენ ოცნებას დაუთოვლია.
რამდენჯერ არის ლექსში რქმეული, სახე შეყინულ მარგალიტისა, კიდევ ცისკარის ფიფქით ფრქვეული.
დე, ვიყო მარად შეყვარებული; მე ვემალები ქვეყნის სიბიწეს შენს ციურ სახეს შეფარებული.
თითქოს ფრთა გაჰკრა ტალღას თოლიამ... მე სიყვარულმა დამავაჟკაცა, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!
ოცნებისა და ლექსის დიდებავ, პირზე რომ წმინდა შუქი გფენია, მე უკვდავ ცეცხლად გულს მეკიდება!
რაგინდ ავდარი შავად ნისლავდეს, შეეჩუქურთმა სული შენს სულსა, დე, ნურც გაშორდეს უკუნისამდე!
თავს დამნათოდე, თეთრო თოლია, ჩემი აფრაა თოლიას ფრთები, ცის თეთრ ვარდებში რომ უქროლია.
დარჩეს ნაცარი - სხვა რა ღონეა? შენა ხარ ჩემი დასაფიცარი ჩემს გულზე მქროლი თეთრი თოლია!
მიტომ, რომ გული ტალღის ტოლია, მეცა ვყოფილვარ შეყვარებული, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |