ლურჯი თვალი, ლურჯი მზერა, შავშუბა და ისარა, ვით აპრილი, ვით ყვავილი, შუქურა და ცისკარა, როგორც ორი ლურჯი ტბა, ცისარტყელით ხეული, შავ ლერწამთა ჭალაში ნაზად გამომწყვდეული.
შიგ იანი ჰკრთებიან და მთვარის ბრწყინვალება.
შიგ სიკვდილთან სიცოცხლე მეფობს შენართაული. - აჰჰა, ჩემი საუნჯე და ჩემი სამკაული:
ხან ვერცხლოვან ღიმილით, ხან ნისლივით მტირალი;
ცას ცისკარი ანათებს, ჩემს გულს - შენი თვალები.
ცისკარი-ღა მშთენია, შენი გამომსახველი.
შენი შორი ნათელი სევდას ასხვანაირებს... და შორეულ ქვითინით გიწყობ სულის შაირებს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |