სანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული.
სახე დაჭკნა, დამეღარა, სიყვარული რაღად მინდა, გინდ იყოს და გინდა არა!
კარის-კარზედ დამატარა, აწ სიმდიდრე რაღად მინდა, გინდ იყოს და გინდა არა!
ყველამ გვერდი ამიარა, დღეის იქით მეგობარი გინდ მყავდეს და გინდა არა!
ჩვენში ბევრჯერ გამამწარა. ცხრა მთას იქით, რაღად მინდა, გინდ მაქონ და გინდა არა!
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა, რომ მოვკვდები, რაღად მინდა, გინდ მიტირონ, გინდა არა!
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა, ამისთანა სიცოცხლეც კი გინდ იყოს და გინდა არა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |