კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ამაოა მთლად ცხოვრება,

დრტვინვის წუთისოფელია,

წადი... წადი მონასტერში,

მონასტერში, ოფელია!

ტკბილი ნანა სულს უთხარი,

უბედობა ხატს აჩვენე!

დამაშვრალი სული, გული,

მონასტერში მოასვენე!

მაშ შორს მტვერი,

შორს, შორს მიწა!

ის ცის უარმყოფელია...

წადი... წადი მონასტერში!

მონასტერში, ოფელია!...

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები