აი ვიხსენებ ჩვენს სტუდენტობას... კიბეზე შემხვდი, ფერი წამერთო, შენ ჯერ ვერ მამჩნევ და ამიტომაც ენაკვიმატი ვხდები საერთოდ.
რას არ გპირდები, გეჩურჩულები, გეღიმილები, აფეთქებული ატმის კვირტები მგონია შენი კაბის ღილები.
შენს სუნთქვას, ძგერა როგორ აუბა... შენ თურმე მამჩნევ და ამიტომაც უფრო უმატებ სხვებთან საუბარს.
მივდივართ ძველის ძველი უბნებით. „იქეთ გავიდეთ, არ დაგვინახონ“, შენ ძველებურად არ მეუბნები.
თრთიან ბაგენი... თრთიან თითები... ხან უმიზეზოდ გამებუტები, ხან უმიზეზოდ შემირიგდები.
სავსე ხარ შიშით და შეშფოთებით, ლანდივით ზიხარ ბავშვის ლოგინთან, ასე მგონია დარდით მოკვდები.
ჩაეხუტები და ეფერები და მომსწრე ქვეყნად არ მეგულება, ამაზე დიდი ბედნიერების.
მოფერებას და ალერსს ჩვეულო, ხან უმიზეზოდ შემომიჩნდები და საყვედურებს მიწყებ ისევე. თურმე გქონია რაღაც ეჭვები და ყველა წყენას ერთად მიხსენებ.
ნურც ნურასოდეს დამემდურები, თუ შენს ჩივილზე გამეცინება, თუ ღიმილს მგვრიან საყვედურები. ეს იმას ნიშნავს: მე შენ მიყვარხარ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |