სულს სტკივა, როგორც ტკიოდა უწინ შენი თვალების ცისფერ ტკივილით, კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი, ქარი თვლის ფოთლებს წივილ-კივილით,
თუ შემოდგომის ყვითელ მანტიას, შევყურებ, როგორც გამოცლილ ბოთლებს, სამოსგაძარცულ ჩემს სიმპათიას.
ფოთლების დამჭკნარ დეკორაციას. ცრემლი სდის დარდად, დაწყევლილ დარდად ჩემს სახელზე რგულ ხმელ აკაციას.
იხდიან ქელეხს, აჟღერენ ზარებს, მოჩვენებათა სამყაროს მეფე დედიშობილად ამოდის მთვარე.
და იორთქლება სარკმელის მინა, კარს სილუეტი აეკრა ქალის და ქარმა ჩემში დაიდო ბინა.
და ეხლა ქარი ვნებაში წივის, ილუზიების მსხვრევაა მხოლოდ ეს სინამდვილე ტკბილი და ცივი.
განუკურნებელ ცისფერ ტკივილით, კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი, კენტი და... შედგა ქარი კივილით. |
პოეზიის გვერდი • • • |