კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიყვარულს ცრემლისთვალებას

თუ არ გაუღე კარია -

ამაოდ დაიხარჯება

შენი ხმალი და ფარია

როგორც გულიდან ციდანაც

ჩამოგიწყდება ზარია

აღარც ცოცხალი იქნები

არც დაგერქმევა მკვდარია

სადღაც ნაპირზე დარჩები

გზას გააგრძელებს გვარია.


ცეცხლი არ წაგეკიდება

არ გაგიკარებს წყალია

ერთხელ არ გაგიცინებენ

წვიმა ელვა და ქარია

არც მხსენებელი დაგრჩება

არც - ნაკვალევი მკრთალია

ღვთაებრივ ფერისცვალებას -

სიყვარულს ცრემლისთვალებას

თუ არ გაუღე კარია!

მსგავსი თემები