ისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია.
საფლავი გამითხაროდი, ჩემის სამშობლოს ქვიშანი ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
შენც დამივიწყებ მალეო, მალე იშოვი საქმროსა, უკან გაჰყვები ხვალვეო.
დანაბარები ჩემია: იდგნენ გულ-სალნი ამაყად, არ შამაუშვან მტერია!
არწივთ მოზარდონ წიწილნი, დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს, მალ-მალ მაიღონ ბიბინი;
კისრით ატარონ ნისლები, მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, - ისევ ცოცხალი ვიქნები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |