ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს და მავთულები ნაცრისფერ ცაში იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,
და ნებდებიან საყვარელ ხელებს და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად მას, რაც ისედაც გაქრება მერე.
და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს, და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.
და ღამე შუბლით აწვება კარებს, გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს, და ნუგეშივით უსმენენ შოპენს, დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |