კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გახსოვს ჩვენი სიყვარულის დილა,

როგორ მყავდი აყვანილი ხელში,

ბაღში მწიფე ალუბლების წვიმა,

ბილიკები ყვავილების ცეცხლში...


წაბლისფერი თმები მწვანე მოლზე,

მოჟუჟუნე ორი შავი თვალი...

შენ სიტყვებით მიფასებდი კოცნებს,

მწველი, ტკბილი, თბილი, ცხელი, მთვრალი...


დაგვცინოდნენ ალუჩები მახსოვს,

ლეღვი ატმებს არ აცლიდა ბჭობას,

შენი ტუჩი ჩემს ტუჩებთან ახლოს,

აეტანა ქალწულებრივ თრთოლას...


როგორც შარბათს, როგორც ბადაგს დაგწვდი,

ტკბილი ყლუპი გადავიდა ყელში,

ატმებს სისხლი აუვარდათ თავში,

ლეღვმა თვალი აგვარიდა კვნესით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

მსგავსი თემები