გაუხედნავი კვიცი გავხედნე, მე კი ვერავინ ვეღარ გამხედნა, როცა ირინკას მკერდში ჩავხედე, ჩემი თვირთვილა მაშინ გახელდა.
ვერ ვაკავებდი შლეგფეხებიანს, ჩემი სიცოცხლე არ იყო გრძელი, მაგრამ სიკვდილი არ შეხებია.
შემდეგ კი სისხლი მოსწყურდათ კაცებს, ხელი აუსვეს ხანჯლების ვარაყს, მარცხენა ცხენთა აღვირებს სტაცეს.
მზეზე ტიტველი ბრწყინავს ხანჯალი, თითქოს გადმოსკდა გულ-მკერდს ნატყვიარს სისხლი აქამდე დაუხარჯავი...
კვლავ მომენატრა მოკლული რაში, ისევ გავხიე ჩემი ჭრილობა და გუმბათიდან გადავხტი ზღვაში.
და ასკდებოდა ჯებირებს ხველით, ჩემი ცხოვრების პატარა ლექსზე ზღვამ მოაწერა წყლიანი ხელი. |