რა არ უხდება ქვეყანას? პირველ: სიბერწე ქალისა, მეორე: კაცის ლაჩრობა, ჟანგი ხმლისა და ფარისა, მესამე: მთების ობლობა, დაჭაობება ბარისა, მეოთხე: მიწის ღალატი, ხნულში წაქცევა ხარისა, მეხუთე: ნატაძრალებზე აბიბინება მწვანისა. მეექვსე: უქმი სიცოცხლე, ერთ წამში წაშალა კვალისა, მეშვიდე: (უბედურება!) მიზეზი ცოდვა-ბრალისა - უსიყვარულო სიკვდილი - მგზავრი უმზეო ღამისა. |