ლამაზი, როგორც მაისის დილა, გოგო ტყისპირებს ჩამოირბენდა, შემოიქნევდა ნაწნავებს წყვილად, დამიტოვებდა ღიმილს იმედად.
და ვიდექ ასე, სადმე ფიჭვებთან, თვალებში მედგა თვალები მისი და გახსენება გულზე მიჭერდა.
დამიჯდებოდა ცერზე მიმინო, განათდებოდა ღამე უმთვარო, კარს გამიღებდა კლდე უღიმილო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |