ამ მთაზე ამოსვლა როგორღა გაბედა, არა ვარ ასეთი გოგონას მნახველი, მოსულა თქვენთანაც და შეუბრალებლად, დანით დაუხაზავს თავისი სახელი.
ზეცას ვერ შესძრავდით ზარით და კივილით, როდესაც გსერავდათ, ნეტავ რას ფიქრობდა, ნეტავ თუ ესმოდა ეგ თქვენი ტკივილი.
რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული, აი, მე პატარა პოეტი გახლავართ, მარადჟამს სუსტი და ფერგადალეული
იხმარა ათასი ხერხი და მახენი, ამხადა მკერდი და ზედ გულზე ამომჭრა, ზედ გულზე ამომჭრა თავისი სახელი.
გავა დრო, ბავშვური ვნებებიც გაუვლის, ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი, შევუნდოთ, შევუნდოთ ეს დანაშაული! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |