საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ობლად რომ ამოსულიყო; გულის ფანცქალით ვკითხავდი: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
ფოთლებში მიმალულიყო; მივეხმატკბილე ჩიტუნას: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
სხივები გადმოსულიყო; მას შევეკითხე შეფრქვევით: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა:
მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო!
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა, და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა!
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ, სამგან გაქვს ბინა, სულიკო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |