კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვიჩქაროდი შენკენ, ტურფა… გული ტოკდა, სული მღეროდა, -

სისხლი ტანში ხალისობდა, თვალ-წამწამი აგიშერდა…

და ვიხილე… მაგრამ ჩემ წინ სახე ცივი დავინახე, -

და ვცანი, რომ გაჰქრა ჩემი ტრფობის სავენახე…

და გათავდა ყველაფერი… ცახცახა გულს ეცა ელდა,

თავს შავი ბრუ მოეხვია და ყოველი გარს მიბნელდა…

ავიშალე, ავკანკალდი, შუბლს შევავლე ოდნავ ხელი, -

და მყის მოსკდა სისხლის ცვარი, მას ფრთაც მოჰყვა გასაძღოლად, -

და ჭრილობა ნათელ შუბლზე აყვავილდა წითელ ზოლად…

შენ კი, ჩემო, რა გეგონა: თუ ვიჰუმრე, თუ ვიჩმახე!

თუ რომ შუბლით ჰა, ჰა, ჰა, ჰა, თითქო ღობეს დავეჯახე!

არა, არა! შენ არ იცი, ნაზი ტანჯვის ანარეკლი!

ჰა, ჭრილობა, ჩემი შუბლის, გვირგვინია იგი ეკლის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

მსგავსი თემები