შენ ლიახვის კლდეზე დგახარ, ძველი მოსასხამით, - ოლე, ოლე, მარტოხეო, დღისითა და ღამით;
მარტოობის შხამით, შიგნიდანვე გაბზარულო, დახეთქილო კეცად;
ხეო, ერთო ბეწვა. დგახარ, როგორც სახრჩობელა - თვით გახრჩობენ მთები;
მომსხვრეული ფრთებით. რაშო, მიწას მიჭედილო, ვეღარ აიქროლე;
მარტოხეო ოლე!
და გრიგალი დამჯახები მწარედ აგათრთოლებს.
სეტყვას, მბრწყინავ თოვლებს დამდნარ ძვლებით ეგებები, მარტოხეო ოლე!
და ღრუბელი ბუნდრად, ცაში ელვა შეიკლაკნა, შენკენ შემობრუნდა.
შენი მოთხრა უნდათ!
ლაჟვარდს ვეღარ უმზერ, წვიმის შუბი გალესილი გიკაკუნებს გულზე;
ხრჩოლად აგაბოლებს, ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე!
ძმა არა გყავს, დედა, მარტი ჩოხას შეგიკერავს ზანზალებით ზედა,
ღამის წვეთს სვამ რძედა… მხიარული საკრავებით გაზაფხულის ვარსკვლავები შენს ტოტებზე სხედან;
თვალს ჰხუჭავ და ჰხედავ, - შენზედ მარტო არვინ არი, შენზე უფრო მეტად;
შენ, ქცეულო ხედა!
გული ვისთვის გტკივა? ვის მიაღწევს შენი ხმები, ვის კერამდე მივა?
ვერ იარა სწრაფად; ვაჲ, თუ კვირას ვერ მოვიდეს, ვერც გამოჩნდეს შაბათს!
შავი დარიშხანით, და მის პერანგს აფრიალებს გზაზედ ქარიშხალი!
ვინმე წაიყოლე; სხვა რომელი დაგიძახებს მცირე სახელს, - ოლე!
თავქოჩორა ღელე; ტყეს უნდიხარ დიდიხნიდან, გიქნევს ათას ხელებს,
ფალავნების ჯარით, როგორც ვაჟი არხვატელი, შავს რკინაში მჯდარი!
გამიღია კარი! გეყო, მხრებზე გეხვეოდეს ეხოების ქარი!
არ გინახავს ხემსი, მე აგიყვან ხელში, როგორც ნაპოვნ ბატკანს მწყემსი!
ცოლი - მესაწოლე; ოხერო და ნამეხარო, მარტოხეო ოლე!
შენი ოქროს თავი, კოშკებად და ჯიხურებად მოჰქრის ღრუბლის შვავი.
აკიბული კიბე, დაგაყრიან ტოროლები ატლასებს და დიბებს.
მოგეგება წინა, დაგიკოცნა ყველა ფესვი, გულზე მიგიწვინა.
დაირით და დოლით, გაკვრევინეს სალამური, გათამაშეს გოლი,
ნურც გტკივა, ნურცა გცივა, ნუღარც აგათრთოლებს, - ტოტზე ტოტით გადამხვეო, მარტოხეო ოლე!
დაგინახე წამით; შიგნიდანვე გამომწვარი მარტოობის შხამით,
შრეებად და კეცად; ყორანისგან ჩაყეფილო, ხეო, ერთო ბეწვა!
ძირს კავკასის მთები. დაკიდებულ არწივს ჰგავდი გაწყვეტილი ფრთებით…
გასჭერ, აიქროლე, მარტოობის არტახები გადახიე, ოლე!
გული თუ მტკიოდა, ახლა აღარ მტკივა, რომ ლიახვის რძიან ქაფში შემოცურდე ტივად,
როგორც წმინდა ბროლი, რომ შენ იყო ჩემს დარბაზში შუაბოძის ტოლი,
ხეთა წინამძღოლი!
დაგკრავს, აგაბოლებს, ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |