მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი და თქვა იესომ: "მამლის მესამე დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა, თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო თვით ანგარება და პირფერობა,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად, ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
იწურებოდა დათქმული ვადა. და დაიყივლა ერთხელ მამალმა და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა. უკვე მეორედ ყივის მამალი, მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!
ბრძენი, მისანი, სულის თამადა? გაცამტვერდება მყის სალოცავი, მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი, მოკვდება ღმერთი, თუ ეხლა ვინმემ არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო: უნდა გავწირო კაცი-იესო, ქრისტე-ღმერთი რომ გადავარჩინო!
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |