მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია! ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია. უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია, მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია!
წარხდა ყოველი ჩემთვისა, რაიც მქონდა ქონებანი. უსასტიკესად დამსაჯა, არ მიიღო მონებანი დამსვა ბნელსშიგან სამყოფსა სამარეს უარესია.
სევდის ისარი, მაწვია, მან გული ჩემი ასერა; არ განმიკითხა მცირედი, სიკვდილს მოველი ასერა, ამა ვაებით სიცოცხლეს სიკვდილი უმჯობესია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |