ჭმუნვის მახვილი გულსა მსომია; მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია! ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო, ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.
თუმცა გონება შენთან ხომია; კმა-ყოფის გზათა ვხედავ ხლართულად, სურვილი უქმად გულს შემჭრომია;
და გულსა მიხოკს, ვითა ლომია! აქაით გეაჯ, მიბრუნო სული, ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.
სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია! თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემს მკურნალად, ვჰსცნობ რომე ბედი სრულად მწყრომია;
შეჰსწყვიტოს, რადგან შესაწყდომია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |