მყავდა ერთი მეგობარი, ბავშვობიდან შეზრდილი, ფერმკრთალი და მოწყენილი ყელწაგდებულ გედივით.
მოწამლული ენა ჰქონდა, გული - გადასარევი.
მაგრამ მცირე ნაპერწკალიც აანთებდა კოცონად.
და რაკი მეტს მოითხოვდა, ვერც ვძრახავდით გულმართალს.
რაღაც დიდი საიდუმლო, რაღაც დიდი მიგნება.
დამარხული იმედები, მოუმკელი სამკალი...
ვაი, თვითონ ამ ქვეყნიდან უსიმღეროდ წავიდა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |