ორღობეებში გუბე-გუბე რომ მოტყაპუნებს, ვით ფეხშიშველი სოფლელი გოგო, ხეზე ჩვილ კვირტებს ცვარს რომ აპკურებს ნატერფალზე რომ ამოსდის სოკო -
ღობე-ყორეებს მოუყვება თამაშ-თამაშით, ბორცვებს, გორაკებს გადაევლო ასკინკილათი, აგერ მინდვრებში გაუვარდა მარწყვის კალათი.
ქართან, სხივებთან გაუმართავს ჩქარი ფერხული. ფანჯრის მინაზე თითს მიკაკუნებს და გულიც ვეღარ დგება საგულეს.
მივაყურადებ ხეების გუგუნს ძირს დაფენილი ცის ლურჯი ფარჩა, ტყეში ეძახის გუგული გუგულს - გუგუ! არავინ არ ჩანს, მოვტყუვდი ნუთუ?
ტყე ისევ წვიმით დანალბობია ტყეში აპრილი და გუგულები თამაშობს "კუკუ-დამალობიას!
ეს პაემანზე მოდის აპრილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |