აღარასოდეს აღარ შემხვდები, ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს, შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან, გულზე ყვავილი არ დამასვენო…
ვიცი, მარტო ვარ აქაც და იქაც მარტო ვიქნები… ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან, არ გაქრებიან თოვლის ფიფქები.
და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე? დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს, ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს.
და მენატრება ძველი სიმშვიდე… ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს…
ან სადმე ვინმე მელოდებოდეს, თუ მეტირება, - არ ვიცინოდე, სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე…
ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!… შენ არ მოხვიდე… შ ე ნ არ მოხვიდე, - გულზე ყვავილი არ დამასვენო…
ცხოვრება უშენოდ გასრულდა! რაც მსურდა, - არასდროს არ მქონდა, რაც მქონდა, - არასდროს არ მსურდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |