ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა.
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!.. ვარ ბევრი “ვაის” მნახველი და ბევრი “უის” გამგონე.
ნაღველითა და შხამითა, ისე, ვით საუკუნები - სხვადასხვა მრავალ წამითა.
მე, აწმყო-გამწარებულსა, თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს, ვხედავ მას აოხრებულსა?
რომ გამიელვებს გლახ-გულსა, თავი ტარიელ მგონია, ოცნებით გარემოცულსა.
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს, ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს, მოელის ტურფა გამომხსნელს!
სისხლით შევღებავ ჭაღარას და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.
მოუგზავნია ჯოჯოხეთს: მაცდურ სარკეში მახედებს, ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!... და შენც ტარიელს მოჰგავხარ ისე, ვით კატა ლომსაო”.
რისთვის დავკარგო იმედი? გმირს წინა-უძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედი!..
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!.. გმირებს უძახის... უყივის ჩემი დაფი და ნაღარა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |