ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება!
მომხიბლავი, ეშხიანი!.. მარცხნით უდგა თინათინი, მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, სიცოცხლე და ნეტარება!..
ის სულმნათი და მგოსანი, ხელში ეპყრა მოწიწებით მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.
მის წინ მუხლი მოიყარა… გაიღიმა ტახტზე მჯდომმა და ცრემლები გადმოღვარა!..
უცნაური ის ღიმილი და თვით გრძნობის ორჭოფობაც ცრემლში იყო ჩალესილი:
გულში ედვა, როგორც ქალსა, მაგრამ უნდა დაეჭირა თავი, როგორც დედოფალსა!
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, – უკვდავების მოსახვეჭად მიგაპირებ მომავალსა!..”
ნესტანსა და თინათინსა: “თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ სიყვარულს და შვება-ლხინსა:
ტარიელს და ავთანდილსა, რომ ქართველი ქართველ გმირად გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”
გადმოეშვა ცისარტყელა: აიტაცა შუქმა შუქი და მას გაჰყვა თანვე ყველა!
მიმოვავლე გარს თვალები და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!.. სხვა ხალხი და სხვა ქალები!..
აღარც ნესტან-დარეჯანი!… აღარც ერთს არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი!..
ნაღვლიანად გამეცინა!.. ვთქვი: “ნეტავი არ მენახა, საუკუნოდ დამეძინა!..” |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |