რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად და რა უმწეო ხმებით შრიალებს რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი და გაახილოს თვალები უკეთ.
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას, რომელიც უკან მოგვყვება ურმით და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს, ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
განდევნო შენგან სიკვდილის შიში, ან როცა ბედი გარგუნებს წილად დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის ყოველ საღამოს და ყოველ დილას ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა, ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.
იცქიროს უცხო ფარდების იქით, აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება, ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
რმოელიც მოყვა თიხის ფირფიტას შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში, გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უფრო უბრალო, ვიდრე მარილი, სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის აფრები... მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.
და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |