I
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელებითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი... კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.
ღამე დღეს უთენებია. რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია.
მრისხანე და ძლიერიო, რასაც იქმს მშვიდობიანი კალმის პატარა წვერიო.
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია, წყნარი, პაწია ნემსი კი შიშველ-ტიტველთა მცმელია.
კაცთა მუსრვას და ომსაო!.. ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო, ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის და პირში უდგა ლომსაო.
ყოფნა, ვაი, რა ძნელია! ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს, მე გული გადამელია;
ვერ შევუბრუნე ხელია... მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა: „ძალა აღმართის მხვნელია“.
დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენით მარგე.
ვინცა სისხლისა მღვრელია, ვაჟკაცად იგი მიქია, ვინცა უბედურთ მხსნელია.
აღმართი მე ვახვნევინე, თესლი მოვკრიბე და ხნულში დავთესე, დავაბნევინე, უღონოს ღონე მე მივეც, ხელი მე გავაქნევინე. და ზოგიც მე მათქმევინე! შენი ნახნავის გორახი ფარცხით მე მომაფშვნეტინე; ნაგოლვი, მშრალი ბელტები ცრემლით მე მომარწყვევინე; შენი ნათესი, ნანერგი სისხლის ღვრით გამაზდევინე; შენსა ჯეჯილში, ყანაში ღვარძლი მე ამარჩევინე; ნაამაგარი ძნად შევკარ, ზვინად მე დამადგმევინე... ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად, და შენ ეს ვერ გაქმნევინე, - არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა მე შენ ვერ დაგაქნევინე.
წინ მიაგებე ფარიო; დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
მოციქული ნამუსია.
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!.. კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო, მადლისა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |