რომ გაქრა სხივის ალერსი ძვირი, - შფოთავს და ჩივის გვადალკვივირი: “რად მინდა ვაზის ნაზი ოცნება, ან სილამაზის გაჯადოსნება, ანდა ჩრდილები მძიმე მტევნების, ან ყვავილები ძველ ხეივნების, ზვირთების სუნი, მეთევზის მღერა, ფუტკრის ზუზუნი, ნიავის ბგერა, ლაჟვარდი ელვით მშუქარე ტბები, ზურმუხტის ველით? - ვერა, ვერ ვტკბები! მე მფარავს ისლის შავბნელი სვეტი. ჩემს ზვირთებს სისხლის დაეცა წვეთი. მას შემდეგ მეტი არ მეფერების, თუნდ ერთი წვეთი ბედნიერების!” ხშირი ზეფირი ტირის, ვით სირი, ჩივის და ოხრავს გვადალკვივირი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |