კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაგელოდები, ჩამოდი მალე,

შენ რომ არა ხარ, არც მე ვარ სახლში,

მთელი ცხოვრება ხანძარი ვმალე,

ახლა ვაგროვებ ფერფლსა და ნახშირს...


სწვავს შემოდგომას ყვითელი შხეფი

და მოწითალო წინწკლები ფოთოლს,

ისევ შორიდან მოისმის ხმები,

განელებულო ზაფხულის შფოთო.


გადამალულო აგვისტოდ ხვატო,

ეს მონატრების წუთი შეუნდე,

როგორ მწყურია რომ ისევ გხატო,

და ისევ შენით რომ დავსნეულდე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

მსგავსი თემები