გარდავიცვალე, იყო თოვლი და მიძინებული სუნთქვა ვარდების, მზე მოდიოდა სადღაც შორიდან, დაღლილი წელთა მილიარდებით... არარა ჩანდა მიღმა არეთა, და დღე ნისლივით სუსტი და თხელი - გარდამავალი ფერი ღამეთა... ლანდები ხშირი, ყორნის ბოლოთა, ცა შრიალებდა, ვით იალქანი, შრიალებდა და ნიამორობდა. და დავუტოვე შიში ნაპრალებს, ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი და თოვლიან მთებს გადააფარეს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |