კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მაშ, ვითამაშოთ, არ არის რთული -

ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს...

ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული,

ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს.


მოგწონს?! არ მოგწონს?! არავინ გკითხავს,

მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა...

რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი,

გადმოგდებული წყალობის ლოკვას.


რაღას უყურებ?! ვარსკვლავებს მიღმა,

სივრცე, ლანდებმა შავად მოგრაგნეს.

ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს

და მორგებითაც თავად მოგარგებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები