საიდუმლო ბარათო! გითხრეს: "ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო".
გალბობ ცრემლის გუბეში, ამისრულო, რაც გითხრეს, თუ ხარ ჩემი ნუგეში!
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს? რად არ მეტყვი მის ამბავს, ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?
გრძნობით გხატავდა შენა, თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე, ვერც სახეზედ მოწყენა?
გული ხშირად უძგერდა? და თან ტკბილის გრძნობითა სიყვარულსა დაგმღერდა?
შენ ჩემთან გამოგგზავნა, ანგელოსი სუფევდა მის გულში, თუ სატანა?
მიჰბედავდა სატანა?! მაშინ უკუღმა ბრუნვას იწყებდა თვით ქვეყანა!
მექმენ… მექმენ მარადო სიხარულის მომნიჭედ და სევდისა ფარადო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |