ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს, არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს, მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
ემორჩილება დედოფლის კდემას, - ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის, ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება აზრი, ოცნება, სიმართლე, ჭორი...
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის, ჩვენ რომ ვთამაშობთ ყოველთვის, ყველგან გულდაჯერებით და გამძაფრებით, - დაფაზე რჩება პატარა სევდა, პაიკის სევდა, სხვა არაფერი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |