კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მესმის თბილი თოვლის ხრაშახრუში,

ბარდნის, გაზაფხული ბარდნის, -

მზეო, აგვიანებ სამსახურში,

დაწერე განცხადება და... წადი!


ვზივარ სავარძელში ბატონივით,

ვიხდი იუბილეს, ხადილს, -

სულო, რამ გაგხადა კმაყოფილი...

დაწერე განცხადება და... წადი!


ხომ ხედავ, ვეღარ ვმხიარულობ,

დარდი მომერია, დარდი, -

თავი დამანებე, სიყვარულო,

დაწერე განცხადება და... წადი!


ლექსი, გალობაში გამოგცადეს,

ხომ არ დაგიკარგავს მადლი, -

ხალხში თუ გვიან გამოცხადდი,

დაწერე განცხადება და... წადი!


მე აქ როგორ უნდა ვიოცნებო,

შენ თუ არასოდეს გწამდი,

კმარა დღეგრძელობა, სიცოცხლეო,

დაწერე განცხადება და... წადი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები