ვიცანი, ღმერთო, სამყარო - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები;
გარს შემორტყმული ბარდები; დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა გუშინ ნაჭამი ქადები.
ეს ამოდენა ამბები, თავში სიცილი, მოლხენა, ბოლოს - ვაი და დარდები!
გასართობად ვართ გამხდრები; ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ და თუნდა მინდვრის თაგვები:
ტურფად შემკული ბაღები, ჩამოინგრევა დარბაზი და სრა-სახლების თაღები;
დღეს მოლხინარი ბალღები. ამას ბჭობს, ვისც აბარია განგების ბჭეთა საღები.
ამ წუთისოფლის თვისება, ვერაფერს ვიზამთ ომითა, არას გვიშველის გინება,
ხმალ-ზარბაზნების ღირება, დიდი ჭკვა, გამოცდილება, ქველობის გამოჩინება.
ჩვენის ჭირით და ლხინითა, ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა, ღმერთმა ინება იმითა -
მერე გაგვაძღოს ძილითა, რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ გამსჭვალულებმა ჭირითა.
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა იმას, რაც წარმოსდინდება სიწმინდის ჭურჭლის პირითა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |