რა უნდა მოხდეს რა უნდა იყოს, რომ დღევანდელი კაცის თვალები გაოცდეს მართლა და არა თითქოს, ვინმეს ბრძანებით ან დავალებით.
შენი სულის და ხორცის ნაწილი, კვლავ გამოფიტულ ჩუქურთმებს ვკოცნი, კვლავ ფერდს მიძიძგნის მკვდარი არწივი.
გამოძიძგნილი მეწვის ფერდები და იმ არწივის საზარელ ჩრდილში ვპატარავდები და ვძლიერდები.
შენს ცრემლს ვიგროვებ დახეთქილ პეშვში და ვფეთქავ, როგორც ერთი ფოთოლი, ან ერთი ტოტი შენს მეჩხერ ტყეში.
თუ გაზაფხულის მზითა ვარ მთვრალი და მორღვეული გალავნის გასწვრივ მრჩება დამფრთხალი ნადირის კვალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |