ბრწყინავს ბავშვის დახატული მზე და მავთულებზე მეღურები სხედან. გვიმზერს ბავშვის დახატული დედა, როგორც ბავშვის დახატული დედა. არ ყეფს ბავშვის დახატული ძაღლი, არც მახვილი არ ამძიმებს მხედარს, ხოლო ბავშვის დახატული სახლის გვერდით ბავშვის დახატული ხე დგას. მაგრამ კადრი გაიელვებს ერთი, ერთი კადრიც გაიელვებს მკაცრი: ბავშვის დახატული ბავშვის გვერდით გდია კაცის განგმირული კაცი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |