ვეძებ ორიგინალებს, მომაჩეჩეს ასლები, ვინც მაცთუნა, ინანებს, მსაჯულს დავემსგავსები.
მზემ მუხები გარუჯა, მევაჭრება ალუჩის ბუში, როგორც ალუჩა.
ტაძრის მეცამეტესი, ისე, როგორც ფაშატის და სახედრის მეტისი.
მზეზე უსპეტაკესი, ოღონდ ცაზე - და არა ჭაში ანდა სარკეში.
როცა საწინდარი ჩანს, ტარიელის კი არა - ლუარსაბის დარეჯანს.
დაცხრა ყველა დეტალი, წუხელ “ვეფხისტყაოსნის” დამესიზმრა დედანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |