ის ჩემი სული სადღაც გაფრინდა, მწამს ყოველივე რომ სიზმარია. უცხოა ეზო, უცხოა ბინა, ვარ ჩუმად მარტო და მიხარია.
რომ ეს ლოდინი მეტად ძნელია. და სიჩუმეში იქ, სადღაც ტყესთან, მიდის მდინარე და სიბნელეა.
ღამე ასეთი და უფრო გრძელი. წმინდაო ღმერთო! მე დავიღალე, რა არ ვიფიქრე, რა არ ვიგრძენი.
(ახლა კარები იქაც დაკეტეს). და მე, უფსკრულში გადავარდნილი, ვუმზერ სისხლიან სამარის კედელს.
ახლა ქარები დასდევენ იმას. საშიშ ფიქრიდან უკვე დავბრუნდი და როიალივით მიწყნარდა წვიმა.
და ვუსმენ სკრიპკის ტანჯულ გოდებას. იქ ვიღაც მიდის დაფიქრებული და ვერის ხიდს უხლოვდება.
(და ვიცი, იგი რომ ბოროტია). გამოჩნდა ქრისტე და ყვავილებით ანგელოზები ჩემსკენ მოდიან.
დაო, ძლიერო და უწმინდესო! და სასიკვდილო თეთრი ცრემლიდან მე ვიხედები, როგორც იესო.
ჩემი ფიქრები შენთან არიან. თითქო სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებ, ვარ ჩუმად მარტო და მიხარია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |