ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი.
და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად.
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |