ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს, გამიხდა საფიცარი.
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი ფიქრები გავუმხილე, ჩემი ეჭვები და იმედები.
ვაიმე ბედო უკეთურო, დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა, თავმოჭრილი ხარო გადავწყვიტე, და თავის მოკვლა დავაპირე.
ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდე, დილა მშვიდობისას გისურვებთო.
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ...
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი… |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |