კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მწვავდა, მათრობდა გაზაფხულის მზე,

მეგონა, შენით ვიყავ ცოცხალი...

თურმე მე ვიყავი შენი სამიზნე,

დამჭერი, მაგრამ სულ ვერ მომკალი!


რამ დაანელოს ამ გულის ტკენა,

ვინ ეწაფება ახლა შენს ბაგეს?..

შენ სიყვარულის მასწავლე ენა,

მერე წახვედი და დამეკარგე.


ერთხელ დუმილიც აიდგამს ენას

და მოგონების ცრემლად იელვებს...

ვინ დამიბრუნებს დაკარგულ რწმენას,

სულს რომ დააჩნდა სიცარიელედ?!


ჩემს ბედისწერას წავუველ ვერსად,

მე ცრემლიანი ვნახე მზის სახეც...

ვერ დაინახავ შენ ცრემლებს ჩემსას,

როგორც ეს გული ვერ დაინახე!


მზით სავსე ჩემს გზას ვინ აგაცილა,

გული მარტივით რატომ იცვალე?!

ის სიყვარული არ გარდაცვლილა,

ჩემთვის მხოლოდ შენ გარდაიცვალე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები