კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მგონია ყველა ფოთოლი,

ჩემს გულში გაიკვირტება

ცას სარკედ კალთა მოვთალე

მზეო, ნუ გაგიკვირდება.


ყაყაჩოს ცვარით ვინამე,

მხრებზეც ყაყაჩო მაცვივა,

მგონია ყველა მდინარე

ზღვად ჩემმა ცრემლმა აქცია.


ხან სიყვარული დამმარხავს,

ხან ფრთით მატარებს თოლია,

როცა ჩემთან ხარ ძვირფასო,

ქვეყანა ჩემი მგონია.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

მსგავსი თემები