ის იყო შვიდი წლის ბავშვი. მაისი, მინდორი, ჩიტი, სიმღერა ოქროსფერ ნავში, ზეცათა ლაჟვარდი- ჩითი.
ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით… მოცარტი, შენიე, შელლი- მოზვავდნენ ახალი ზვავით.
იმ ნავებს თან გაჰყვა რული, მშფოთვარედ გადიქცა მშვიდი, გემების გამოჩნდა სული.
ზღვა ქუხდა ბურუსში შავში, ტალღებმა გააბეს ყეფა, ტალღებმა წაიღეს ბავშვი.
და ტყვია ჩამჯდარი თავში, მე თვითონ დაჭრილი ვნახე, ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |