მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც, აქ მიპოვნია დღის დასასრული. მე მიყვარს შენი პატარა სახლის სიმყუდროვე და კედლების სუნი.
ფესვი გადგმული სულში ისეა, და იქნებ, ჩემი სტუმრობა მარტო ჩვეულებაა და სინდისია.
და ისევ ისე ამზადებ ჩაის, (ვინ იცის, თოვლი როდის გადნება და რა იქნება, ვინ იცის, გაისს).
როგორ გეცვლება ხმა და იერი... მე ჩემი გზებით და იმედებით სულ სხვანაირად ვარ ბედნიერი.
ეს ძველისძველი დიდი ბუხარი, შენი ფერმკრთალი და წყნარი სახე ისე ლამაზად არის მწუხარე.
შენც გერხეოდა ყურზე საყურე... დადიხარ, ფიქრობ და გეჩვენება, როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.
ტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი. დრო, გაფრენილი საოცრად ჩქარა, შენს თმაში ვერცხლად არის ჩამდნარი.
შენთან,მდუმარე და მწუხრისფერი, რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიში სადღაც მოარულ ჩემი სიბერის.
მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ, ის აიშენა მან, ვისაც მეტი ჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.
იძინებს ბაღი ქარით ნარწევი... ახლა მშვიდობით. მე კიდევ მოვალ შენი მსმენელი და ხმის გამცემი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |