კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,

ამ გულშიც ამის შავობს შენობა,

მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება

შენზე წუხილი და უშენობა...


აი, ვბერდები, ამიღარია

შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,

ვბერდები... მაგრამ თან მიხარია,

რომ მრჩება გული ახალგაზრდული!


რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი

ეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,

რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,

ისე მაცვია სიშორე შენი...


ო, მიხარია: როგორც მინდია,

რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,

რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,

როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!


მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,

ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,

მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება

შენთვის წუხილი და უშენობა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები